ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით , ქვეყანას აქტიური კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM- ის ვაქცინა ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს. ამის შესახებ მინისტრმა განცხადება რამდენიმე დღეს გააკეთა.
მისივე თქმით, უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი SINOPHARM-ის ვაქცინით და მის სანდობაზე კითხვები არ ისმის.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მიმოწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით საქართველოში შესაძლებელი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.