gorgia
ავერსი legi

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.

უფრო, 2026 წელს EBRD-ი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა საპროგნოზო მაჩვენებლებს.

ამასთანავე, EBRD-ი 2027 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას მოელის.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი ასეთია:

სომხეთი: 2026 წელი - 5.5%; 2027 წელი - 5.5%;

აზერბაიჯანი: 2026 წელი - 2%; 2027 წელი - 2.5%;

თურქეთი: 2026 წელი - 4%; 2027 წელი - 4.5%;

რუსეთი: 2026 წელი - 0.8%; 2027 წელი - 1%.

61