1-ლი აპრილიდან, ძველი სანომრე ნიშნებით მოძრაობის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.
აღნიშნული დარღვევა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევად ითვლება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ფულადი სანქცია ამ დარღვევაზე 250 ლარია. ამ თანხით, მძღოლები იმდენჯერ დაჯარიმდებიან, რამდენჯერაც ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით იმოძრავებენ.
შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით ჰქონდა.