რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთში ანტირუსული სანქციების ავტორებმა არასწორად გათვალეს.
მისივე თქმით, ვისაც სურდა რუსეთის ეკონომიკა შეერყია, ბუმერანგი მიიღეს მტკივნეულ ადგილას. დასავლეთში ოცნებობდნენ, რომ რუსეთის ეკონომიკა დაზიანდებოდა.
„დასავლურ მედიაში სულ მეტი იწერება, როგორ ვერ გათვალეს ეკონომიკურმა სტრატეგებმა ვაშინგტონში, ლონდონსა და ბრიუსელში. წერენ, სანქციები რამდენად უსარგებლო აღმოჩნდა. რომ ზარალს მათ აყენებს, ვინც ისინი შემოიღო.
შერყეული ეკონომიკა, ხელისუფლების შერყეული რეიტინგები, საეჭვო ელექტორალური პერსპექტივები. ოცნებობდნენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთში იქნებოდა? - ვერ გათვალეს და ბუმერანგი მიიღეს მტკივნეულ ადგილას. გვინდა, რომ ვიყვიროთ: ავტორი სცენაზე!“ -წერს ზახაროვა „ტელეგრამ არხზე“.