
მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით. კერძოდ, 2023 წლის ოთხივე კვარტალში გაგრძელდა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება. შედეგად, დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.