საპენსიო სააგენტო აგრძელებს პროცესს საპენსიო სქემის მონაწილეების ინტერესების დაცვის მიმართულებით.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებულებისათვის ხელფასის გადახდისთანავე მათ სასარგებლოდ განახორციელოს საპენსიო შენატანები. შესაბამისად, მოქალაქეთა ინტერების დაცვის უზრუნველსაყოფად დადარდა შემოსავლების სამსახურსა და საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, სადაც აღმოჩნდა ისეთი ტიპის შეუსაბამობები, რომელიც აზარალებს თავად დასაქმებულს. დამსაქმებლები ვალდებულნი არიან გააანალიზონ საპენსიო სააგენტოსგან მიწოდებული ინფორმაციები და შესაბამისობაში მოიყვანონ მათ მიერ, საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი მონაცემები დასაქმებულების სახელფასო განაცემების შესახებ.
ინფორმირების მიზნით, საპენსიო სააგენტო მუდმივ და ინტენსიურ კონტაქტზეა დამსაქმებლებთან, ბუღალტერთა კავშირებთან, ფორუმებთან და ასოციაციებთან. გუშინ გაიმართა შეხვედრა ბუღალტერთა ფორუმის წარმომადგენლებთან, დღეს შედგება ონლაინ შეხვედრა ბუღალტრებთან და დაინტერესებულ პირებთან, აგრეთვე სამუშაო პროცესის ფარგლებში, დაგეგმილია ფართო მასშტაბიანი ონლაინ შეხვედრები როგორც საპენსიო სააგენტოს, ასევე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილებით.