jan-medi
ავერსი შნაიდერი
„კრემლის იმედი, რომ ჩინეთი დაეხმარებოდა დასავლური ფინანსური იზოლაციის დაძლევაში, როგორც ჩანს, ფერფლად იქცა“ - ასე აღწერს გამოცემა „ბლუმბერგი“ ინფორმაციას, რომლის თანახმად ორი უმსხვილესი ჩინური ბანკი უარს ამბობს მომსახურება გაუწიოს კომპანიებს, რომლებიც რუსეთში ნედლეულის ყიდვას აპირებენ.
 
სააგენტოს წყაროს ცნობით, Industrial & Commercial Bank of China (ICBC)-ის ოფშორულმა განყოფილებამ, დასავლური ბანკების კვალდაკვალ შეწყვიტეს აკრედიტივების გაცემა რუსული ნედლეულის ექსპორტიორებისთვის. ბანკმა სრულად შეწყვიტა მომსახურება დოლარში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გასცემს აკრედიტივებს იუანებში. ყოველი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვეაში კი მას სჭირდება ზემდგომი ორგანოს თანხმობა.
 
რუსული ნედლეულის შესყიდვის დაფინანსება შეწყვიტა მეორე უმსხვილესმა ჩინურმა ბანკმა Bank of China. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის რისკ-მენეჯმენტის შეფასებათ იქნა მიღებული. როგორც Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, ბანკი ელოდება რეკომენდაციებს ნაციონალური მარეგულირებლისგან.
 
მათი თქმით, წარსულში უმსხვილესი ჩინური ბანკები ასრულებდნენ სასანქციო შეზღუდვებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, იმის შიშით, რომ არ მოხვედრილიყვნენ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მეორადი ზომების ქვეშ.
 
როგორც სააგენტოს ჰონგ-კონგელი ფინანსისტი ბენ კოსტერზევა უყვება, ჩინური ბანკები სერიოზულად აღიქვამენ სანქციების პოლიტიკას, ვინაიდან თავად არ სურთ მოექცნენ სანქციების ქვეშ და დაკარგონ წვდომა დოლარიან ტრანზაქციებზე.
846