საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინას „ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს“.
როგორც ელჩმა ბრიფინგზე განაცხადა, მსოფლიოში ამ ვაქცინის უკვე 100 მლნ დოზაა გამოყენებული და სერიოზული გვერდით ეფექტები არ გამოვლენილა.
„სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული, სანდო და ვირუსის ინაქტივირების მეთოდითაა დამზადებული, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით 100 მლნ დოზაა ამ ვაქცინის გამოყენებული და რამე სერიოზული გევრდით ეფექტები არ მოჰყოლია, ამიტომ ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული“,- განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ „სინოფარმის“ წარმოებულმა ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება ვერ მიიღოს, ლი იენი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ როგორც „სინოფარმის“, ასევე „სინოვაკის“ ვაქცინები ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ეტაპზე შეფასების ეტაპზეა, როგორც „სინოფარმის“ ასევე „სინოვაკის“ ვაქცინების მიმართ. ბოლო დღეებში ჯანმო-ს მერ გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთოებისა და ეფექტიანობის კუთხით ეს ორივე ვაქცინა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამიტომ დაველოდოთ მის საბოლოო გადაწყვეტილებას და ავტორიზაციას“,- განაცხადა ჩინეთის ელჩმა.