ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ 2.329 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ჩინეთის წილი 11.3%-ია.
აღსანიშნავია, რომ საანგარიში პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებლები, მცირედი ზრდა კი შეინიშნება იმპორტის მიმართულებითაც.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ჩინეთში 216.967 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კი ექსპორტის მოცულობამ ღირებულებით ნაწილში 583.085 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 168.7%).
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21.8%-ით გაიზარდა.. კერძოდ, თუ გასული წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან 1.434 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია ვიყიდეთ, წელს ამ მაჩვენებელმა 1.746 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
Top-5 იმპორტირებული პროდუქტი:
ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 135.097 მლნ აშშ დოლარის 18 121 ტონა;
მსუბუქი ავტომობილები - 71.103 მლნ აშშ დოლარის 7 443 ცალი;
ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 57.344 მლნ აშშ დოლარის 11 186 ტონა;
მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 45.276 მლნ აშშ დოლარის 6 298 ტონა;
ბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 43 684 მლნ აშშ დოლარის 58 812 ტონა.
Top-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 347.718 მლნ აშშ დოლარის 75 181 ტონა;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 103.315 მლნ აშშ დოლარის 139 792 ტონა;
სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 84.351 მლნ აშშ დოლარის 27 628 ტონა;
კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 13.008 მლნ აშშ დოლარის 3 130 ტონა;
ხელსაწყოები ან მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებლად - 9.185 მლნ აშშ დოლარის 36 ტონა.