მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ჭიათურის მაღაროს თამამშრომლები გაიფიცნენ, რის მიზეზადაც ხელფასების გაორმაგების მოთხოვნას ასახელებენ.
როგორც დოლაბერიძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა, მაღაროელების მოთხოვნა იყო ხელფასების მატება 50%-ით, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე მოლაპარაკება გაიმართა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის მენეჯმენტთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორის მეშვეობით.
“ბოლო მოლაპარაკება გაიმართა წუღელ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და კომპანიამ გააკეთა შემოთავაზებები. 250 ლარით ხელფასის გაზრდა, რაც 25% ზრდას გულისხმობს, და ყოველწლიური ინდექსაცია ინფლაციის შესაბმაბისად, ანუ ყოველი მომდევნო წლის იანვარში თვეში განხორციელდება ინდექსაცია საქთართევლოს სტატისიტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით. მაღაროს თანამშრომლებმა არ მიიღეს შემოთავაზება და გაფიცვას აგრძელებენ , ითხოვენ 50% -ით ხელფასების მატებას. ამ დროისთვის გაჩერებულია ყველა მაღარო”, - განაცხადა დოლაბერიძემ.