„ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის ლიდერებმა სამიტის ბოლოს ერთობლივი განცხადება მიიღეს.
განცხადებაში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
„ჩვენ მივესალმებით მოლდოვის რესპუბლიკის ძალისხმევას, შეინარჩუნოს სტაბილურობა და რეფორმები ევროპულ გზაზე წინ წაწევისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ნატო-ს მხარდაჭერას ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს და მოლდოვის მიმართ, იმის აღიარებით, რომ ეს პარტნიორები დაზარალებული არიან რუსეთის მავნე გავლენით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.