ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში ტყის ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა, დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ქარის გამო, შესაძლოა, ხანძარი სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შტატში 15 გზატკეცილი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ჩაკეტილი.
ქალაქ ურუპესში დაიღუპა ერთ-ერთი სამრეწველო ქარხნის ორი თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. სან-პაულუს შტატის მთავრობამ ტყის ხანძართან საბრძოლველად სპეციალური საგანგებო კომიტეტი შექმნა.