golden brand
ავერსი ნემო

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო უბანზე  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.   

ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, რომლის  ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით  ახორციელებდა.

კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.

„სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება. მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელებისთვის, დამატებით გათვალისწინებულია სააგენტოს ტექნოლოგიური გადაიარაღება თანამედროვე  საშუალებებით,  რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

93