შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ცნობით, მარაბდა-ახალქალაქის მშენებარე სარკინიგზო მონაკვეთზე, გენერალური კონტრაქტორი კომპანიის დსს ”აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი საქართველოში” მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, კომპანიის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა. ორივე მათგანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
"წალკა-თრიალეთის სამშენებლო მონაკვეთზე დაზიანებულია სამშენებლო მოძრავი შემადგენლობა - სარელსო ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ დსს ”აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი საქართველოში” მ.წ. 15 მაისის მომართვის საფუძველზე, აღნიშნული მონაკვეთი დაკეტილია სამატარებლო მიმოსვლისთვის. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა. შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს", - წერია განცხადებაში.
აღსანისნავია, რომ თუ რა ვადით დაიხურა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, უცნობია.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაანონსდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოებისას ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა
408
|