celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
 
მათივე ცნობით  შეერთებულმა შტატებმა შეთავაზებაზე უარი თქვა.
 
„აშშ-მ ხელიდან გაუშვა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოსავალი მოეძებნა იმ ჩიხიდან, რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ვაშინგტონის გამო შეიქმნა. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
 
ცნობისთვის, პუტინმა ბაიდენს სატელეფონო საუბრის გამართვა მას შემდეგ შესთავაზა, რაც ჯო ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. ამ განცხადების გამო რუსეთში ბაიდენისგან ბოდიშს ითხოვენ და ვაშინგტონიდან ელჩი  გამოიწვიეს.
 
1979