დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 07:08 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 4 კმ_ში, მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
შეგახსენებთ, რომ ღამით თბილისის დროით 01:10 საათზე, მიწისძვრა საქართველოშიც დაფიქსირდა, ონთან 3.1 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.
ცნობისთვის, გასულ კვირას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კიდევ 3 მიწისძვრა მოხდა 15 მარტს , მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე, ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. 13 მარტს ერთი საათის ინტერვალში 2 მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მაშინაც ონთან, იმავე ზონაში სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ 3.7 (ML) და 4.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.