ილჰამ ალიებთან შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკაშირებით, მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის საკითხები, აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი, ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15 პროცენტით, შარშანაც გვქონდა საკმაოდ რეკორდული წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს აზერბაიჯანთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას.
„გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვთ ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. ასევე, მიმოვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზები მოდერნიზებას. ამ მხრივ აზერბაიჯანს დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები, საქართველოს ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას და რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას, ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ, პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე, ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ამასთან, რამდენიმე თვეში დასრულდება ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილის-ყარსის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ პერსპქტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა, გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. მჯერა, ჩვენი ერთობლივი ხედვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.