აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.
მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს.
„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში“, - აღნიშნა ბაიდენმა.
არსებული ინფორმაციით, გაზის ფასის მზარდი დინამიკის მიუხედავად, აღნიშნულ ნაბიჯს აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
ჯო ბაიდენის განცხადების მოლოდინში დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა. საერთაშორისო ფასის მიხედვით, ის 5%-ზე მეტი გაიზარდა და ამჟამად ბარელის ფასი 130$-ს შეადგენს.