გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერი წამალი და ვაქცინა უნდა შემოდიოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით. ამის შესახებ ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო “BUSINESS TIME”-ს განუცხადა.
“არცერთი სხვა წამლები და ვაქცინები ამ პანდემიის პირობებში სხვაგვარად არ უნდა შემოდიოდეს. ეს იყო და არის ჩემი პოზიცია. არააქვს მნიშვნელობა, ვაქცინის მწარმოებელ ქვეყანას, თუ მას ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული რეკომენდაცია, მაშინ კი ბატონო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არასწორი ნაბიჯი იქნება. სხვა წამლები და ვაქცინები ყველა არის გადაუდებელი მოხმარებისთვის და არ არის დამტკიცებული არცერთი მნიშვნელოვანი მარეგულირებლისგან, რაც შემდგომ გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის პრობლემებს ბევრი მიმართულებით. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ესაა ჩემი პოზიცია და არააქ მნიშვნელობა ვინ შემოიტანს, რამდენს შემოიტანს და ა.შ.“, - განაცხადა ფხაკაძემ.
გიორგი ფხაკაძის თქმით, თუ რატომ ვართ იქ სადაც ვართ, ჯანდაცვის სისტემის ხარისხითაა განპირობებული.
“ეს არის შედეგი იმის, რომ ჩვენ არ ჩაგვიდია რესურსები ჯანდაცვის სისტემის ხარისხის განვითარებაში ბოლო 30 წელი და არ ვდებთ ახლაც. იყო ბევრი დეკლარაცია, მაგრამ რეალური, კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ერთერთი უმთავრესი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ არ ვდებდით და არ ვდებთ რეალურ რესურსებს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის . ჩვენ გვაქვს რაოდენობრივი ჯანდაცვა და არ გვაქვს ხარისხობრივი ჯანდაცვა. ჩემი მოსაზრებაა , ჩვენ თუ გვინდა წავიდეთ წინ, თუ გვინდა დავამარცხოთ ეს და სხვა პანდემიები ჩვენ უნდა დავადგეთ ხარისხიანი ჯანდაცვის გზას.
“BUSINESS TIME”-ის კითხვაზე იკეთებს თუ არა გიორგი ფხაკაძე ვაქცინას, ან გაიკეთა თუ არა, პროფესორმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის მოთხოვნილ ასაკობრივ ზღვარს არ მიეკუთვნება.
ფხაკაძემ , ასევე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ მისივე წამოწყებულ ახალ ინიციატივაზე , რომელიც საქართველოში სამედიცინო დაწებულებების ხარისხის განსაზღვრას და მათთვის აკრედიტაციის მინიჭებას ითვალისწინებს.
“ინიციატივა რომელიც მე შევთავაზე ქართულ საზოგადოებას, ეს არის ქართული აკრედიტაციის ინიციატივა. რომელშიც უკვე ასე ვთქვათ “სისხლი ჩავასხით “, ფრანგული ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”- სთან ერთად ვახორციელებთ , პირველ ქართულ სტანდარტს ხარისხის კონტროლის , რაც ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავადგინოთ თუ რომელი არის კარგი საავადმყოფო და რომელია ძალიან კარგი , სწორედ ეს არჩევანი უნდა გვქონდეს, კარგი და ძალიან კარგი . უკვე დაიძრა ეს პროცესი და 10 მდე დაწესებულებამ გამოთქვა სურვილი აკრედიტაციის მისაღებად. მე ვფიქრობ , რომ აუცილებლად გამოგვივა