ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აპრილში საქართველომ ჯამში 259.6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 616%-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აპრილში საქართველომ სულ 36.221 მლნ კვტსთ ელექტროენერგია იყიდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენგურჰესის გაჩერების ფონზე აპრილში ელექტროენგიის გამოშვება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 118.322 მლნ კვტ/საათით შემცირდა და 2021 წლის აპრილში 825.464 მლნ კვტ/სთ შეადგინა. (2020 წლის აპრილი – 943.796 მლნ კვტ/სთ).
რაც შეეხება მოხმარებას, მიმდინარე წლის აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის აპრილთან შედარებით 106.454 მლნ კვტ/საათით, 1053.56 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. (2020 წლის აპრილი – 947.106 მლნ კვტ/სთ)