gorgia
ავერსი legi

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. 

სამინისტროს ცნობითვე, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში 614 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების ჭრილში ჩაშლილი მონაცემები ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 430 034 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 138 028 მგზავრი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 44 894 მგზავრს მოემსახურა.

2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 3 147 ტონა შეადგინა - ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ია.

გასული წლის იანვართან შედარებით, 9.56%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი. 2026 წლის პირველი თვის განმავლობაში 24 387 ერთეული ფრენა (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2025 წლის მაჩვენებლებს, საქართველოს აეროპორტები ჯამში 8 494 640 მგზავრს მოემსახურნენ, საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით კი, ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა, ტვირთების მოცულობა წლიურ ჭრილში 50%-ით არის გაზრდილი.

244