
ანაკლიის პორტის თაობაზე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, რომ პორტების გამტარუნარიანობა გაიზარდოს.
„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. აქედან 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და ახლა მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, მათ შორის სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა, ამ ეტაპზე არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიღებული არის გადაწყვეტილება, მოგახსენეთ, რომ ჩვენ წელს დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან." - განაცხადა პრემიერმა.